Belive

ალვარო კარერასი: "ჩვენი მთავარი მიზანია ესპანეთში კომფორტული უპირატესობით ჩავიდეთ"

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, "ბენფიკა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" მიიღებს. ორივე გუნდი მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება, თანაც ეს დაპირისპირება ძალიან პრინციპული უნდა იყოს, რადგან ალბათ გახსოვს ჯგუფურ ეტაპზე მათი ბოლო შეხვედრა (4:5).

ლისაბონელები კატალონიურ გრანდს არ უშინდებიან - მეტიც, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "ბენფიკას" ფეხბურთელმა, ალვარო კარერასმა, ძალიან საინტერესოდ ისაუბრა.

"ალბათ ყველას კარგად ახსოვს ჩვენი ბოლო მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ, სადაც ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ შეგვიძლია ასეთ გრანდებთან თამაში.

დღეს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვანაირად შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაჭირდება, სწორედ ამიტომ, მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ესპანეთში, სადაც საპასუხო მატჩს გავმართავთ, კომფორტული უპირატესობით ჩავიდეთ..." - ალვარო კარერასი

შეგახსენებთ, რომ ,,ბენფიკასა'' და ,,ბარსელონას'' შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები