იტურალდე გონსალესი: ,,რუდიგერს წითელი ბარათი უნდა მიეღო''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, ,,რეალისა'' და ,,ნაპოლის'' მატჩში, პიოტრ ზელინსკიზე ანტონიო რუდიგერის უხეშობა შეაფასა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მადრიდული გუნდის მცველმა მეტოქეს გაშლილი ფეხით ბარძაყში ჩაარტყა, თუმცა მსაჯისგან (ფრანსუა ლეტესიე) ყვითელი ბარათიც არ მიუღია. ამ ეპიზოდის შემდეგ, პოლონელმა მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.
,,ჩემთვის ეს წითელი ბარათია! ამ ეპიზოდს მსაჯზე უკეთ ფეხბურთელი ახსნის. რუდიგერმა ფეხი გაშალა და ჰაერში დატოვა, რადგან იცოდა, რომ მოწინააღმდეგეს ჩაარტყამდა. ბურთზე თამაშით მან უხეშობა შენიღბა.'' - იტურალდე გონსალესი
La salvajada de Rudiger a Zielinski, que se ha retirado lesionado. Le clava los tacos a propósito y ni entra el VAR, era roja clara.
— 🅿 (@finallyxpablo) November 29, 2023
https://t.co/YWAvsXvSTG
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,რეალმა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
5 ტურის შემდეგ, მადრიდელები ჯგუფში 15 ქულით ლიდერობენ - ანჩელოტის გუნდს პლეი-ოფში გასვლა პირველი ადგილით აქვს განაღდებული.