Belive

რონალდო: "მესი თუ ჰოლანდი?! - ამაზე მარტივი პასუხი მაქვს..."

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა, ბრაზილიელმა - რონალდომ (კიჭამ), 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა.

რონალდომ ოქროს ბურთის მოგების 2 მთავარი კანდიდატი დაასახელა.

"რთულია ერლინგ ჰოლანდსა და მესის შორის არჩევანის გაკეთება, მაშინ როდესაც ნორვეგიელმა ფორვარდმა საოცარი სეზონი ჩაატარა, სადებიუტო სეზონშივე პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამავე შეჯიბრის ბომბარდირი გახდა.

რაც შეეხება მესის, მესიმ ის გააკეთა, რაც ფეხბურთელისთვის კარიერის ყველაზე დიდი მიზანი და ყველაზე დიდი სირთულეა - მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, თანაც ისე, რომ უდიდესი წვლილი მას ეკუთვნის.

მიჭირს არჩევანის გაკეთება, თუმცა ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ოქროს ბურთს მესის მივცემდი. ეს იქნებოდა დიდი ისტორიის რეალური დაგვირგვინება..."

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამხო და საკლუბო დონეზე ყველა შესაძლო შეჯიბრი მოიგო.

რაც შეეხება ლეო მესის, მესიმ 41 მატჩში 21 გოლი და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე მოიგო საფრანგეთისა და მსოფლიო ჩემპიონატები.

სხვა სტატიები