Belive

იტალიური მედია - ნაპოლის წარმომადგენლები კვარაცხელიას აგენტებს შეხვდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის'' შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, აგენტები ,,ნაპოლის'' ბაზაზე, კასტელვოლტურნოზე, დააფიქსირეს. ინფორმაციას TUTTomercatoWeb-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნეაპოლური გუნდის წარმომადგენლებმა ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. 21 წლის შემტევის გადაბირებით ტურინის ,,იუვენტუსი'' და ,,რომაც'' ინტერესდებიან, თუმცა, ამ მომენტისთვის, უპირატესობა ,,ნაპოლის'' მხარესაა. რამდენიმე დღის წინ, ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს, ყოველგვარი სანქციის გარეშე, გუნდთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის უფლება მისცა, შესაბამისად, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, იტალიური გუნდი ხვიჩას გაფორმებას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,რუბინის'' მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები