Belive

იტალიური მედია: "მარიო რუის კვარაცხელიასთან კონტაქტის დამყარება უჭირდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქესთან, "მილანთან" საშინაო კედლებში - 0:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიური გამოცემა Repubblica ნეაპოლურ კლუბში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს და ლუჩიანო სპალეტის მიერ გაწვრთნილი გუნდის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

"გამარჯვებისა და რეკორდების მონოპოლისტური ჯგუფის შეჩერებას მხოლოდ ოსიმენის არყოფნით ვერ ავხსნით.

გაკვირვება სპალეტის გაოგნებულ მზერაშია, ის არ ელოდა ასეთ ჯიუტ და თავისუფალ "მილანს".

მარიო რუის კვარაცხელიასთან კონტაქტის დამყარება გაუჭირდა, რომელიც თავის მხრივ სიმეონესთან შეწყობილი არ არის.

მაგრამ "ნაპოლის" პრობლემები სხვაგანაც არის. იმ ფაქტმა, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგაც წინ აქვს, ამ შეხვედრაზე თავისი უხერხული გავლენა იქონია.

სპალეტის წინ ერთი თვე აქვს. მან უნდა მოახერხოს და აჩვენოს, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ზედმეტად ენდო. ამ დანაკარგის ანაზღაურება "ნაპოლის" "ლეჩესთან" შემდეგ ტურში შეეძლება", - წერს იტალიური გამოცემა.

28 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით "ნაპოლი" სერია A-ს ერთპიროვნულად და უახლოეს მდევარ "ლაციოსთან" 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

რაც შეეხება 22 წლის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები