Belive

იტალიური მედია: "კვარაცხელია კონტრაქტის განახლებაზე თანახმაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედია ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია და მისი წარმომადგენლები "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამჯერად, Il Mattino-ს უახლესი გამოცემა ამტკიცებს, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავის წარმომადგენლებმა "ნაპოლის" კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით თანხმობა უკვე განუცხადეს და უშუალოდ ფეხბურთელის სურვილი ნეაპოლში დარჩენაა.

ამავე დროს, სტატიაში ვკითხულობთ, რომ კონტრაქტი არ შეწყდება და ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, არამედ ამოქმედდება გახანგრძლივების შესაძლებლობა, რომელიც წინასწარ იყო გათვალისწინებული და შეიცვლება პირობები, რომელიც აურელიო დე ლაურენტისს დიდი ხანია არ მოსწონდა.

"ქართველი ნაპოლისგან 1 მილიონი ევროთი მეტს და ამავე დროს გაზრდილ ბონუსებს მიიღებს. მხარეები კვლავ შეხვდებიან აპრილში სიტუაციის შესაფასებლად: შემდეგ კი შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები. არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ქართველმა იცის, რომ ნეაპოლი იდეალური გარემოა იმისთვის, რომ გააგრძელოს ზრდა და კარგად ითამაშოს", - წერს Il Mattino.

ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 27 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

“ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, 65 ქულით, უახლოეს მდევარ მილანის “ინტერთან” 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. გუნდს შემდეგი მატჩი სერია A-ს 26-ე ტურის ეგიდით, 11 მარტს აქვს ჩასატარებელი. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები