Belive

იტალიური მედია: "კვარას ნაპოლიში ყველაზე ცუდი დრო უდგას"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

La Gazzetta dello Sport წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს იმას, რაც ვიქტორ ოსიმენის თავს ხდებოდა და ცუდადაც დამთავრდა. "ნაპოლისა" და ნიგერიელი თავდამსხმელის შეუთანხმებლობის გამო, კლუბმა ის "გალათასარაიში" გაანათხოვრა და ახლა ეძებს გუნდს, რომელიც ოსიმენში ყველაზე მეტს გადაიხდის.

გასული 2 სეზონის განმავლობაში კვარა ნაპოლისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა ყველაზე რთული პერიოდი აქვს მას შემდეგ, რაც აქ მოვიდა. ეს არაა მხოლოდ დავიდ ნერეშის კარგად ათამაშების გამო. ხვიჩას ტრავმებიც აწუხებს, თუმცა ამის გარეშეც აღარაა ისეთი ეფექტური, როგორც მისგან მოელიან. მოწინააღმდეგეებმა ქართველი შეისწავლეს და ახლა მას რაღაც ახალის გამოგონება უწევს, რომ საკუთარი ნიჭი ისევ დაგვანახოს.

სეზონის დაწყების წინ, ნაპოლიმ ის პროექტის მთავარ ფიგურად დაასახელა, ამიტომ ზაფხულში უარყვეს სარფიანი შეთავაზებები - კვარა ახალი კურსის საყრდენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ აზრმა მხოლოდ ერთ თვეს გასტანა, ახლა ხვიჩას თავად უწევს მტკიცება, რომ ეს სინამდვილეა.

კვარას გარშემო არსებული სიტუაცია სულ უფრო ემსგავსება ოსიმენის თემას. კუნთის გადაღლილობასთან დაკავშირებული ტრავმებიც ეჭვს უფრო "პოლიტიკურ" განაცხადზე ტოვებს, ვიდრე რეალურ მიზეზზე. კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმებამ შესაძლოა ისეთ შედეგამდე მიგვიყვანოს, როგორც ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ნაპოლისა და კვარას ურთიერთობას ასეთი ეპილოგი ექნება.
- წერს La Gazzetta dello Sport

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნაპოლი 44 ქულით იტალიის ჩემპიონატის ცხრილს ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს "ვერონასთან" ჩაატარებს.

სხვა სტატიები