Belive

იტალიური მედია: "კვარა უდიდესი სიურპრიზია, ნაპოლის ყველაზე გამართული შეტევა ყავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია სერია A-ს ახალი სეზონისთვის "ნაპოლის" შესაძლებლობებს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენისა და ირვინგ ლოსანოს ტრიო ჩემპიონატში ყველაზე გამართულია.
"საუკეთესო სიურპირიზი, შემდეგი სეზონისთვის, ქართველი ფეხბურთელია. ნაპოლი არ არის სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი და ამის გამო ზედმეტი წნეხი არ აქვს. შესაბამისად, თუ ისინი სეზონს სწორად მიუდგებიან, შეუძლიათ, რომ დიდი სიამოვნება მიიღონ. შეტევაში საუკეთესო რგოლი ხვიჩა კვარაცხელიაა. უნდა ითქვას, რომ სისტემის სიმყარე შენარჩუნებულია და პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ძალიან მომხიბვლელი და ტექნიკური შეტევა. ჰიპოთეტურად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონატში ყველაზე გამართული შეტევის ხაზი ჰყავს - ლოზანოს, კვარას და ოსიმენის სისწრაფე, ფანტაზია და ტექნიკურობა", - წერს Gazzetta dello Sport-ის მიმომხილველი, ლუიჯი გარლანდო.
ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ივლისის დასაწყისში შეუერთდა და ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. საერთო ჯამში, მოედანზე გატარებულ 135 წუთში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “ჟირონას” წინააღმდეგ 3 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები