კვარაცხელია: ,,11 კაცის წინააღმდეგ 60 000-ნი ვთამაშობდით''
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, საბერძნეთთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ისტორია დავწერეთ! რთული იყო, რადგან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვენდობოდა. ფანტასტიკური დღეა, ვერაფერს ვიტყვი...
თამაშის დაწყებამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ 11 კაცის წინააღმდეგ 60 000-ნი ვთამაშობდით. მადლობას ვუხდი თითოეულ ქომაგს, რომელიც 120 წუთის განმავლობაში გვერდით გვედგა. ეს გავაკეთეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით! ყველა ფეხბურთელი გმირია! ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ვაკეთებდით.
დაცვაში კარგად ვითამაშეთ, ჩვენი დღე იყო და მოვიგეთ. საბერძნეთს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. შესაძლოა, შემდეგ ჯერზე ყველაფერი უკეთ გამოუვიდეთ.'' - ხვიჩა კვარაცხელია
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.