იტალიური მედია: "დე ლაურენტისი კვარას და ოსიმენს არსად გაუშვებს"
იტალიური მედია იმის შესახებ საუბრობს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ორი ლიდერის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის შემდეგ სეზონში შენარჩუნებაც სურს.
"პრეზიდენტის განზრახვა იქნება ორი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება მომავალ სეზონშიც. ეს ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით ნიგერიელის შემთხვევაში, რომლისთვისაც ევროპის ტოპ კლუბები მზად არიან "ნაპოლის" 100 მილიონზე მეტი თანხა შესთავაზონ.
დე ლაურენტისს არ სურს ოსიმენისა და კვარაცხელიას გაშვება. თუ ქართველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა 2028 წლამდე ხელფასის კორექტირებით თითქმის გადაწყვეტილია, ოსიმენისთვის ყველაფერი იმ შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც აუცილებლად მოვა. უნდა ითქვას. რომ ცენტრფორვარდს ჯერ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აქვს, რის გამოც ხელშეკრულება უნდა გახანგრძლივდეს, თორემ მომავალ ზაფხულს ვადის გასვლამდე მხოლოდ ერთი წელი იქნება დარჩენილი", - წერს Corriere dello Sport-ი.
ორივე ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" მთავარი ლიდერები არიან და კლუბს 33-წლიანი პაუზის დასრულებასა და იტალიის სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოგებაში დაეხმარნენ. ახალგაზრდა ვარსკვლავების მიმართ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.