Belive

იტალიურ მედიაში ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ფიორენტინას'' ნახევარმცველმა, სოფიან ამრაბატმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ბარსელონაში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი კატალონიური გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

როგორც Corriere dello Sport-ი წერს, ,,ბარსელონაში'' გადასვლა თავად ამრაბატსაც სურს.

,,ფიორენტინა'', რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღებას აპირებს, კატალონიელებისგან ოფიციალურ წინადადებას ელოდება.

გასულ სეზონში ამრაბატმა ფლორენციული კლუბის მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები