მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა შვეიცარიასა და იტალიას შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
რობერტო მანჩინის გუნდს 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, რაც სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ,,სკუადრა აძურამ'' ბრაზილიისა (1993-1995 წლებში) და ესპანეთის (2007-2009 წლებში) შედეგები გააუმჯობესა.
იტალიის შთამბეჭდავი სერია 2018 წლის 10 ოქტომბერს, უკრაინასთან ფრით დაიწყო.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფს ევროპის მოქმედი ჩემპიონები 11 ქულით ლიდერობენ. იტალიელები მომდევნო შეხვედრას ოთხშაბათს, 8 სექტემბერს, ლიეტუვასთან შინ გამართავენ.