მანჩინიმ ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონები 23 მარტს ინგლისს შეხვდებიან, 26-ში კი - მალტას.
გუნდში სამი დებიუტანტია გამოძახებული, მათ შორის არგენტინული ,,ტიგრეს'' თავდამსხმელი, მატეო რეტეგი, ,,ლეჩეს'' მეკარე - ვლადიმირო ფალკონე და ,,ტორინოს'' მცველი, ალესანდრო ბონჯორნო არიან.
იტალიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ვლადიმირო ფალკონე (ლეჩე) ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო)
მცველები - ფრანჩესკო აჩერბი, მატეო დარმიანი, ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალესანდრო ბუონჯორნო (ტორინო), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესიო რომანიოლი (ლაციო), ჯორჯო სალვინი, რაფაელ ტოლოი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა)
ნახევარმცველები - ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (არსენალი), მარკო ვერატი (პსჟ), დავიდე ფრატეზი (სასუოლო), მატეო პესინა (მონცა), სანდრო ტონალი (მილანი)
თავდამსხმელები - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრიდ გნონტო (ლიდს იუნაიტედი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), სიმონე პაფუნდი (უდინეზე), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ტიგრე), ჯანლუკა სკამაკა (ვესტ ჰემი).