Belive

ბუფონი მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ამჟამად სკუადრა აძურას დელეგაციის ხელმძღვანელია ჟოზე მოურინიოს იტალიის ნაკრებში დანიშნვას ეწინააღმდეგებოდა, ინფორმაციას La Repubblica აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის რეალური კანდიდატი იყო, რადგან მოურინიოს სპონსორი, ადიდასი, მზად იყო ხელფასის ნაწილი დაეფარა, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას დაბრკოლება ჯანლუიჯი ბუფონის ფაქტორმა შეუქმნა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად საბოლოოდ ჯენარო გატუზო დაინიშნა, ბუფონი მის დანიშნვნამდე ამბობდა, რომ იტალიას ლეგენდა სჭირდებოდა, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედებს გააძლიერებდა.

ბუფონის კომენტარი ჯენარო გატუზოს დანიშვნის შემდეგ:

ჩემი კონტრაქტი ყოველი წლის 30 ივნისს მთავრდება, ამიტომ გადადგომაც არასდროს გამიჭირდებოდა, გატუზო პრეზიდენტთან და სხვა პირებთან კონსულტაციების შემდეგ ავირჩიეთ. ეს კარგი მომენტი იყო რინოსთვის, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გამხდარიყო. ეს ისეთი პასუხისმგებლობებია, რომელსაც ადამიანი თავის თავზე იღებს. დრო გვიჩვენებს სწორია თუ არა, თუ გადაწყვეტილება არასწორი იქნება უკან დავიხევ. - ჯანლუიჯი ბუფონი

ასევე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, სხვადასხვა წყაროების ცნობით ჯანლუიჯი ბუფონი თანამდებობიდან გადადგომით იმუქრებოდა, თუ იტალიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მანჩინი დაინიშნებოდა.

სხვა სტატიები