Belive

იტალიის ეროვნული ნაკრები მთავარ მწვრთნელს ეძებს | ვარიანტებად მსოფლიო ჩემპიონები განიხილებიან

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუჩიანო სპალეტის იტალიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლამ, სკუადრა აძურა გაურკვეველ ვითარებაში ჩააგდო. მათი 2 ყველაზე რეალური ვარიანტის, კლაუდიო რანიერის და სტეფანო პიოლის დანიშვნა თითქმის გამოირიცხა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით რანიერი სამწვრნელო კარიერის დასრულებას გეგმავს, ხოლო ალ ნასრის ამჟამინდელი მწრთნელი, სტეფანო პიოლი მუშაობის გაგრძელებას ფიორენტინაში აპირებს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, წყაროს ცნობით ისინი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონების ვარიანტებს განიხილავენ, ესენი არიან: ჯენარო გატუზო, დანიელე დე როსი და ფაბიო კანავარო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სამივე მწვრთნელი უგუნდოდაა.

სხვა სტატიები