იტალიის ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა. ხვალ, 1 ივნისს, უემბლიზე, იტალიელები ახალი მაისურებით მოედანზე პირველად არგენტინასთან მატჩში გავლენ.
აღნიშნული დიზაინის ფორმები "სკუადრა აძურასთვის" Puma-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო იქნება. 2023 წლიდან იტალიის ნაკრების ახალი სპონსორი Adidas-ი გახდება.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკისა (არგენტინა) და ევროპის ჩემპიონატის (იტალია) გამარჯვებულები ხვალ "ფინალისიმად" წოდებულ მატჩს ჩაატარებენ.