მესი კოპა ამერიკაზე: ,,ძალიან ცუდ მოედნებზე ვითამაშეთ, რთული ტურნირი გამოვიდა''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის თქმით, მიმდინარე კოპა ამერიკა მის კარიერაში ბოლოა:
,,იმის გაკეთება, რაც ამ გუნდთან ერთად შევძელით, მარტივი არ არის! ჩემთვის ეს ბოლო კოპა ამერიკაა... ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ვითამაშე, ახლა კი ვცდილობ, რომ ფეხბურთისგან მაქსიმალურად ვისიამოვნო. იმედი მაქვს, რომ ტურნირს მოგებით დავასრულებთ.
კიდევ ერთ ფინალში გასვლა შთამბეჭდავია. სიმართლე ის არის, რომ ეს ჩვენთვის ყველაზე რთული კოპა ამერიკა გამოვიდა, რადგან გუნდების დონე უფრო გათანაბრდა, გარდა ამისა, თამაში ძალიან ცუდ მოედნებსა და მაღალ ტემპერატურაში მოგვიწია...'' - ლეო მესი
კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინამ კანადას 2:0 მოუგო.
ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები კოლუმბიას შეხვდებიან. გადამწყვეტი მატჩი ორშაბათს, 15 ივლისს, 04:00 საათზეა ჩანიშნული.