Belive

ფიფამ ბრაზილია და არგენტინა მარაკანაზე მომხდარი არეულობისთვის დააჯარიმა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

22 ნოემბერს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბრაზილიასა და არგენტინას შორის (0:1), "მარაკანაზე" არეულობის გამო, 27 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჰიმნების შესრულების დროს ერთ-ერთ ტრიბუნაზე შეტაკება მოხდა, სადაც როგორც ბრაზილიელი, ასევე არგენტინელი გულშემატკივრები იმყოფებოდნენ. პოლიციამ მკაცრი ზომები მიიღო და გულშემატკივრების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა. ხელჩართული შეტაკების დროს არგენტინელი ფეხბურთელები ტრიბუნებთან მივიდნენ.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია 50 000 შვეიცარიული ფრანკით (58 800 დოლარი) დააჯარიმა, მიზეზი - „სტადიონზე წესრიგის დაუცველობა“. არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია კი 20 000 შვეიცარიული ფრანკით (23 500 აშშ დოლარი) „სტადიონზე და მის გარეთ მომხდარი არეულობისთვის“ დაჯარიმდა. გარდა ამისა, არგენტინელები ეკვადორთან (1:0) მოგებულ და ურუგვაისთან (0:2) დამარცხებულ მატჩებში გულშემატკივრების დისკრიმინაციული ქცევისთვის დაისჯებიან.

AFA-მ 50,000 შვეიცარიული ფრანკი (58,8 ათასი აშშ დოლარი) ანტიდისკრიმინაციულ პროგრამაში უნდა ჩადოს. შესარჩევი ტურნირის მომდევნო საშინაო მატჩში კი - სექტემბერში ჩილესთან - არგენტინელები მხოლოდ სტადიონის 50%-მდე შევსებას შეძლებენ.