იტალია-ესპანეთის შეხვედრის დროს რობერტო ბაჯო გაქურდეს
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო გაქურდეს. ძარცვის დროს თავად ფეხბურთელი დაზიანდა. აღნიშნული ინციდენტი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა.
57 წლის ბაჯომ ერთ-ერთმა მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია და შუბლში იარაღის კონდახიც მიიღო. რობერტოს საავადმყოფოში გადაყვანისას ნაკერები დაადეს და ის ამ დრომდე ჰოსპიტალში იმყოფება.
საბედნიეროდ ძალადობამ მხოლოდ რამდენიმე ნაკერი, სისხლჩაქცევა და შიშის გრძნობა დამიტოვა. - განაცხადა ბაჯომ
🇮🇹 Roberto Baggio and his family were victims of a violent robbery while watching Italy-Spain last night.
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) June 21, 2024
➡️ A gang of at least five people, all armed, broke into the footballer's villa and the former player tried to confront one of them and the thief hit him in the forehead… pic.twitter.com/BjbOaWZS9S
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ამბობენ, რომ ბაჯო ქურდების შეჩერებას ცდილობდა. ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, მძარცველებმა ბაჯო და მისი ოჯახი ოთახში ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც რობერტო დარწმუნდა, რომ ოჯახს საფრთხე არ ემუქრებოდა კარი გაამტვრია და პოლიცია გამოიძახა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ რა ოდენის თანხა არის წაღებული.