დიდი ისტორია სრულდება - ოლდ ტრაფორდის ნაცვლად ახალი, 100 000-იანი სტადიონი აშენდება
23 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ 100 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებას ადასტურებს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობა იქნება.
კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ ახალი სტადიონი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას ყოველწლიურად 7.3 მილიარდს მოუტანს, ამავდროულად, ქვეყანაში გაჩნდება 92 000 ახალი სამუშაო ადგილი და გათვლილია, რომ ყოველწლიურად ახალ სტადიონს 1.8 მილიარდი ტურისტი მოინახულებს.

უკვე ვიცით, რომ ეს სტადიონი 'ოლდ ტრაფორდის' ადგილას აშენდება, შესაბამისად ლეგენდარული 115 წლის სტადიონი ბოლო პერიოდს ითვლის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ახალი სტადიონის მშენებლობა.
"„ჩვენი ამჟამინდელი სტადიონი ბრწყინვალედ გვემსახურებოდა ბოლო 115 წლის განმავლობაში, მაგრამ ის ჩამორჩა მსოფლიო სპორტის საუკეთესო არენებს. ახალი სტადიონის მშენებლობით, ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ოლდ ტრაფორდის არსი და შევქმნათ მართლაც უახლესი სტადიონი, რომელიც გარდაქმნის გულშემატკივართა გამოცდილებას.
მთავრობამ განსაზღვრა ინფრასტრუქტურის ინვესტიციები, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ინგლისში და ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ მისიას როგორც ეროვნული, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტში." - ვკითხულობთ მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ განცხადებაში