ისტორიული მიღწევა | მიქაუტაძე ოქროს ბუცს 5 ფეხბურთელთან ერთად გაიზიარებს
ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ფინალში ინგლისი 2:1 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. ფინალს ჩვენთვის განსაკუთრებული ერთი დამატებითი ინტრიგაც გააჩნდა, თუ დანი ოლმო ან ჰარი კეინი გოლის გატანას ვერ მოახერხებდნენ, ტურნირის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძეც გახდებოდა.
ფორუმზე ერთი და იმავე რაოდენობის გოლები (3) 6 მოთამაშეს დაუგროვდა, ტურნირის მიმდინარეობისას კი UEFA-მ გადაწყვიტა ოქროს ბუცი ყველა მათგანისთვის გადაეცა. ევრო 2024-ის 6 საუკეთესო გამტანი გიორგი მიქაუტაძე, დანი ოლმო, ჰარი კეინი, კოდი გაკპო, ჯამალ მუსიალა და ივან შრანცი არიან.
უეფამ საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მიანიჭა იმ მოთამაშეს, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი შექმნა, ამ შემთხვევაში ასეთი დანი ოლმოა, რომელსაც 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.