ისტორიული გოლი - ლეო მესიმ მარადონას გადაუსწრო
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მუნდიალის 1/8-ფინალში, ლეო მესიმ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა და საკუთარი ნაკრები დააწინაურა.
ეს გოლი ლეო მესისთვის ისტორიული გამოდგა, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატებზე მეცხრე გოლი გაიტანა და ლეგენდარულ დიეგო მარადონას გადაასწრო (8 გოლი). ამ გოლით ლეო მესიმ ყველა დროის საუკეთესო არგენტინელ ბომბარდირებს შორის (მსოფლიო ჩემპიონატზე) მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მესის 1 გოლით მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტა უსწრებს, რომლის ანგარიშზეც 10 სამუნდიალო გოლია.
ასევე შეგახსენებთ, რომ ლეო მესისთვია ავსტრალიასთან მატჩი კარიერაში მეათასეა.