Belive

კონფერენს ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მონაკოში UEFA-ს კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართა და 32 კლუბი 8 ჯგუფში განაწილდა. აღსანიშნავია, რომ კანკავასა და კაშიას "სლოვანი" A ჯგუფში მოხვდა, სადაც "ლილს", "ოლიმპია ლუბლიანას" და ჩვენთვის ცნობილ "კლაკსვიკს" შეხვდებიან. აქვე გეტყვით, რომ პირველი სათამაშო დღე 21 სექტემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გამართავს "სლოვანი" მის პირველ მატჩს, სადაც "კლაკსვიკს" გასვლაზე დაუპირისპირდება. 

ასე გამოიყურება კონფერენს ლიგის ჯგუფები:

A-ჯგუფი: "ლილი", "სლოვანი", "ოლიმპია ლუბლიანა", "კლაკსვიკი".

B-ჯგუფი: "გენტი", "მაკაბი", "ზორია", "ბრეიდაბლიკი".

C-ჯგუფი: "დინამო ზაგრები", "პლზენი", "ასტანა", "ბალკანი".

D-ჯგუფი: "ბრიუგე", "ბოდო/გლიმტი", "ბეშიქთაში", "ლუგანო".

E-ჯგუფი: "ალკმაარი", "ასტონ ვილა", "ლეგია", "ზრინსკი".

F-ჯგუფი: "ფერენცვაროში", "ფიორენტინა", "გენკი", "ჩუკარიჩკი".

G-ჯგუფი: "აინტრახტი", "პაოკი", "ჰელსინკი", "აბერდინი".

H-ჯგუფი: "ფენერბახჩე", "ლუდოგორეცი", "სპარტაკ ტრნავა", "ნორდსიელანდი".

სხვა სტატიები