Belive

ისტორიული დღე ქართულ საკლუბო ფეხბურთში - პირველად მოვიგეთ

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღის სცენარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწერა: იბერია 1999-მა ხეტაფე 1:0 დაამარცხა და გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც ევროტურნირების ფინალური ეტაპის მატჩში გამარჯვება შეძლო.

შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე, გიორგი ქობულაძემ გახსნა. როგორც აღმოჩნდა, ამ ერთმა გოლმა მატჩის ბედიც გადაწყვიტა. იბერიამ კონფერენს ლიგის (ლიგის ფაზის) მეოთხე მატჩი ჩაატარა და 4 ქულა აქვს (ფრე მალბიუსთან).

შეგახსენებთ, რომ აქამდე, ევროტურნირებზე, მხოლოდ თბილისის დინამომ ითამაშა (2004/2005 წლების სეზონში), თუმცა ოთხივე მატჩში დამარცხდა.

სხვა სტატიები