ისკო კარიერას უნიონ ბერლინში გააგრძელებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
30 წლის ესპანელი ნახევარმცველი - ისკო, კარიერას ბუნდესლიგაში, კერძოდ კი "უნიონ ბერლინში" გააგრძელებს.
ამ ინფორმაციას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ამ ტრანსფერის შესახებ გერმანულ მედიაშიც სიხშირით იწერება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ისკო ბერლინურ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ "უნიონ ბერლინი" ბუნდესლიგის 2022/2023 წლების სეზონში 18 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "ბაიერნს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.