Belive

გიორგი მიქაუტაძე: "გოლების გატანა სასიამოვნოა, თუმცა თანაგუნდელებს რომ ვეხმარები, უფრო მიყვარს"

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "სტიაუას" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ფრანგებს 3:1 ჰქონდათ მოგებული, ასე რომ, 2 მატჩის ჯამში, ლიონმა რუმინული კლუბი უმარტივესად ჩამოიშორა.

საოცარი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფოვარდმა - გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა - კერძოდ, მან დუბლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ქართველი ფოვარდი მოედანზე შეუდარებელი იყო.

ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"დღეს ძალიან გუნდურად ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა. ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გავედით და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით, ამით ბევრი რამ დავამტკიცეთ.

გოლების გატანა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა თანაგუნდელებს რომ ვეხმარები ამ პროცესში, ეგ უფრო მსიამოვნებს - ორივე ერთად კი, ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.

ეს გამარჯვება კლუბის და ამ გუნდის გულშემატკივრებისთვისაა, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ..." - გიორგი მიქაუტაძე

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი და 4 შესრული საგოლე გადაცემაა.

"ლიონი" "მანჩესტერს" 10 აპრილს უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი 17 აპრილს 'ოლდ ტრაფორდზე' გაიმართება.

სხვა სტატიები