ისევ ტრავმა - უოტფორდმა მოიგო, მაგრამ ჩაკვეტაძე დაკარგა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-19 ტურში, უოტფორდმა ნორვიჩს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ეს მატჩი ჩვენთვის იმით იყო გამორჩეული, რომ 8-თვიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა (ტრავმის შემდეგ ჩაკვე 2-ჯერ შემოვიდა ცვლილებაზე).
ცუდი ისაა, რომ გიორგი 38-ე წუთზე შეცვალეს - მას მეტოქე გუნდის მეკარე შეეჯახა. იქამდე ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათიც მიიღო. ჯერ უცნობია, როდის დაბრუნდება ქართველი ფეხბურთელი, თუმცა ამდენი ხნის შემდეგ ისევ ლაზარეთში გადასვლა ნამდვილად უიღბლობაა.
🎶 One team in yellow... 💛 pic.twitter.com/unEJ3kPqdX
— Watford Football Club (@WatfordFC) December 6, 2025
19 ტურის შემდეგ, უოტფორდს 27 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, შეფილდის წინააღმდეგ ჩაატარებს.