ისევ ლიცენზიის პრობლემა, როგორი იქნება ჩისკოს მომავალი? - ინგლისური მედია დინამო თბილისის ყოფილ მწვრთნელზე წერს
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"როდესაც "უოტფორდმა" გასული წლის დეკემბერში ჩისკო ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარადგინა, მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩისკო ის პიროვნება არ ყოფილა, რომელსაც გუნდის პრემიერ ლიგის გზაზე დაყენება შეეძლო, რადგანაც მას იქამდე ინგლისურ ფეხბურთში არასდროს უთამაშია. მართალია, ესპანელს გარკვეული დრო დასჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის, მაგრამ 4-3-3 ფორმაციის დანერგვამ გარკვეულწილად დადებითი შედეგები მოიტანა. ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩიდან ცხრაში გამარჯვებამ, "უოტფორდს" საშუალება მისცა, საგრძნობლად ჩამოეტოვებინა უახლოესი მეტოქეები და გასული კვირის ბოლოს "მილუოლთან" გამარჯვებით პრემიერ ლიგაში დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მუნიოსის მთავარი აქცენტები ჩემპიონატის დასრულებამდე "ბრენტფორდსა" და "სუონსისთან" დადებითი შედეგების დაფიქსირებისკენ იქნება მიმართული, მისი მომავალი "ვიქერეიჯ როუდზ" ჯერჯერობით გაურკვეველია. Watford Observer-ის ინფორმაციით, ესპანელი მომავალ სეზონშიც გუნდის მმართველობაში დარჩება, რადგან ამჟამად იგი UEFA Pro ლიცენზიის მოპოვებაზე მუშაობს, რაც პრემიერ ლიგაში მუშაობის საშუალებას მისცემს. კლუბებს აქვთ უფლება, სპეციალური უფლება მოითხოვონ მწვრთნელებისთვის, რომლებიც ამ კვალიფიკაციის მოპოვების პროცესში არიან, როგორც ამას ადრე პოლ ინსი "ბლექბერნ როვერსში" 2008 წელს აკეთებდა, ისევე როგორც "ტოტენჰემის" ამჟამინდელი დროებითი მწვრთნელი რაიან მეისონი. ეჭვგარეშეა, რომ ეს კარგი ამბავია "უოტფორდის" გულშემატკივრებისთვის, რადგან მუნიოსმა 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, მთლიანად შეცვალა კლუბის ბედი და ამრიგად, სირცხვილი იქნებოდა, თუ იგი ვერ შეძლებდა პრემიერ ლიგაში მუშაობას.