გიორგი მამარდაშვილი ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ასეთი თერთმეტეული ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სპორტულმა სტატისტიკურმა კომპანიამ, Sofascore-მა გამოაქვეყნა, რომლის ვერსიითაც, 21 წლის ქართველი გოლკიპერი სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორე თვეში მოხვდა.
გარდა "დინამო თბილისის", "რუსთავის" და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მეკარისა, გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ბუკაიო საკა, ერიკ გარსია, ჯეიდონ სანჩო, ჯამალ მუსიალა და სხვები არიან. გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" ბოლო 10 მატჩიდან 9-ში სრულად ითამაშა, აქედან 5-ში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.💎 | U21 Team of the Month Since there will be no more action in the top 5 leagues this month, it's time to reveal our highest-rated U21 XI from March! 👇 Each of the 5 leagues is represented by at least two players, while Giorgi Mamardashvili is our U21 Player of the Month. 🌟 pic.twitter.com/IYk2GtlSqp — SofaScore (@SofaScoreINT) March 22, 2022