Belive

"ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გოლი" - გულშემატკივრების გამოხმაურებები მამარდაშვილის გიჟურ სეივზე

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრაში ლივერპულმა ტოტენჰემს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ქართველმა მეკარემ ბურთი 5-ჯერ მოიგერია, მაგრამ ერთი გამორჩეულად რთული იყო, რომელსაც თავად ალისონის შექებაც მოჰყვა და ეს ვიდეოშიც კარგად ჩანს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სეივი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების აღფრთოვანებას იწვევს.

სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეო განთავსდა, სადაც უამრავი კომენტარია. გთავაზობთ როგორც ცნობილი ადამიანების კომენტარებს, ასევე უბრალოდ გულშემატკივრების გამამხნევებელ სიტყვებს:

  • 🔥🔥 - ფლორიან ვირცი

  • 🔥🔥🔥 - სტოლე დიმიტრევსკი

გულშემატკივრების კომენტარები:

  • ვერ ვიჯერებ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ჯანდაბა, უფრო მეტი უნდა ეთამაშა.

  • ეს როგორ მოახერხა.

  • ოპერატორი, რომელიც ალისონს გვაჩვენებს, ბოროტია.

  • გიჟია მამარდაშვილი.

  • ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გოლი.

  • ეს წარმოუდგენელი იყო.

  • მგონი, ალისონმა მამარდაშვილს სისხლი გადაუსხა, რადგან ეს უმაღლესი დონის სეივი იყო.

View this post on Instagram

A post shared by The Carabao Cup (@thecarabaocup)

ლივერპული მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს გამართავს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბორნმუნთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები