Belive

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თამაში წავაგეთ" - დე ლა ფუენტე საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოსთან შეხვედრის 23-ე წუთზე, გავიმ მძიმე დაზიანება მიიღო და შეხვედრის დატოვება მოუხდა, თამაშის დასრულების შემდეგ, მოთამაშეებიცა და მწვრთნელიც, ძირითად აქცენტს სწორედ ამ შემთხვევაზე აკეთებდნენ.

გავისთვის, ბარსელონასთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და ჩემთვის ძალიან რთული მომენტია, თითქოს თამაში წავაგეთ. ეს ფეხბურთის უსაშინლესი ნაწილია. Ძალიან ვწუხვარ. დაველოდოთ ანალიზებს, რომ ტრავმის ხარისხი გაირკვეს. ეს არის ყველაზე მწარე გამარჯვება, რაც კი ოდესმე განმიცდია ჩემს ცხოვრებაში. - დე ლა ფუენტე
ჩვენ არ შეგვიძლია აღვნიშნოთ გამარჯვება ისე, როგორც გვსურდა. გავის ტრავმა მძიმე დარტყმაა, გული ძალიან მწყდება - ლე ნორმანდი
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ჯგუფი კარგ ნოტაზე დავასრულეთ, თუმცა გავის გამო იმედგაცრუებულები ვართ - ფერან ტორესი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკლვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო შეხვედრაში ჩვენი ნაკრები ვალიადოლიდში, ესპანეთთან 3:1 დამარცხდა. საქართველო 8 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა და მზადებას მარტის გადამწყვეტი თამაშებისვის იწყებს, სწორედ მარტში 2 თამაშის მოგებაა ის მეორე გზა, რომელიც საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს.