Belive

დე ლა ფუენტე: "შეიძლებოდა ანგარიში 9:1 ყოფილიყო"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და საკუთარი გუნდის დიდ უპირატესობაზე ისაუბრა.

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ვიცით თუ რა რთულია აქ ყოფნა. ნახეთ როგორია სხვა გუნდების გავლილი გზა და ამას კარგად დაინახავთ.

მგონია, რომ შედეგი მატყუარაა. თავისუფლად შეიძლებოდა ანგარიში 8:1 ან 9:1 ყოფილიყო. მათი იარაღი კონტრშეტევა იყო, თუმცა დასახული მიზანი ვერ შეასრულეს და მხოლოდ საკუთარ კარში გატანილი გოლი მივიღეთ. თამაშით ბედნიერები ვართ.

ჯერ ძალები უნდა აღვიდგინოთ, შემდეგ კი გავაგრძელოთ ფეხბურთით ტკბობა... გერმანიის წინააღმდეგ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, სხვაგვარად არ შეიძლება - განაცხადა დე ლა ფუენტემ

ესპანეთის ნაკრები მეოხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. ტურნირის მასპინძლებმა მერვედფინალში დანიის ნაკრები დაამარცხეს.

სხვა სტატიები