Belive

"ის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა" - ერლინგ ჰოლანდის აგენტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, წელს ,,ოქროს ბურთის'' მფლობელი ლეო მესი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მერვედ მიიღო.

ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი თვლიდა, რომ აღნიშნულ ტიტულს ერლინგ ჰოლანდი იმსახურებდა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.

ერლინგის აგენტმა რაფაელა პიმენტას თქმით, ოქროს ბურთის გამარჯვებული ჰოლანდი უნდა ყოფილიყო.


ის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა. იმედი მაქვს ერთ დღეს ამ ტიტულს მიიღებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მას გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ურჩევნია. - განაცხადა პიმენტამ CorSport-თან საუბრისას

გასული სეზონის მსგავსად, ნორვეგიელი მეტოქე გუნდების დაწიოკებას განაგრძობს. 23 წლის ფეხბურთელმა წელს, ყველა ტურნირზე, 18 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო. "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ, ერლინგმა "ქალაქელთა" მაისური 71-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 69-ჯერ აიღო.

სხვა სტატიები