Belive

პრემიერ ლიგიდან ბუნდესლიგაში?! - ჯობ ბელინგემს ლიგაზე თამაში სურს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ სანდერლენდი ბრუნდება - ისტორიულმა კლუბმა პრემიერ ლიგის საგზური 8-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

სანდერლენდის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა - ჯობ ბელინგემმა, რომელიც ჯუდის ძმაა, მოინდომა, რომ კლუბი დატოვოს და ბუნდესლიგას, კერძოდ კი აინტრახტს მიაშუროს, რადგან ფრანკფურტული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და იგი მეტ გამოცდილებას მიიღებს.

გერმანულ და ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 მაისს, 19 წლის ჯობ ბელინგემი აგენტთან და მამასთან ერთად ფრანკფურტში ჩაფრინდა, რადგან ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტის დეტალები გაერკვიათ - ასევე იწერება, რომ ჯობი მისი ძმის, ჯუდისნაირად ცდილობს, რომ აინტრახტი კარიერულ ტრამპლინად გამოიყენოს და შემდეგ დიდ გუნდში მოხვდეს.

ჯობ ბელინგემმა მიმდინარე სეზონში სანდერლენდის მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

აქვე შეგახსენებთ, რომ მას ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

სხვა სტატიები