ხაბი ალონსო: "ესპანეთის სუპერ თასი უმნიშვნელო ტიტულია"
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ბარსელონამ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ ფინალში მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
„არარეული ემოციებია, ერთი მხრივ, ტიტულის მოგების ვერშემძლებლობის იმედგაცრუება, თუმცა ასევე სიამაყე, რომ გუნდმა ყველაფერი გაიღო. ბოლომდე ვიბრძოდით. ფინალი ძალიან დაძაბული იყო. გუნდმა ბოლომდე სცადა და ძალიან ახლოს ვიყავით წარმატებასთან, თუმცა მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ესპანეთის სუპერ თასი არც თუ ისე მნიშვნელოვანი, მეტიც, უმნიშვნელო ტიტული იქნებოდა...
„გუნდმა შესანიშნავი დამოკიდებულება და ერთგულება გამოავლინა. ვიცოდი, რომ იქნებოდა მომენტები, როდესაც ბურთის გარეშე მოგვიწევდა თამაში და ამისთვის მზად ვიყავით. პირველი 30 წუთის განმავლობაში გოლი არ გავუშვით. ძალიან მოკლე დროში ბევრი რამ მოხდა. მეორე ტაიმში ვინისთან ერთად მარცხენა ფლანგზე კარგად დავიწყეთ, ხოლო მისი მოხსნის შემდეგ გავუშვით გოლი და ანგარიში 3-2 გახდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ანგარიშის გათანაბრების შანსები გვექნებოდა, თუმცა პენალტებში გადასასვლელად საბოლოოდ ძალა აღარ გვეყო.
რაც შეეხება მბაპეს, ის მზად არ იყო მატჩის იმ ინტენსივობით დასაწყებად, რაც მოსალოდნელი იყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თავიდანვე არ გამოგვეყენებინა. კილიანი მოედანზე 3:2-ის ჩამორჩენამდე ცოტა ხნით ადრე უნდა შესულიყო. გვინდოდა, რომ მას დისბალანსი და საფრთხე შეექმნა ხაზებს შორის და სივრცეები გაეხსნა.
ეს არის შეჯიბრი, სადაც სეზონის შუაში, სულ რამდენიმე დღეში, ორ დიდ მეტოქეს შევხვდით. ჩვენ დადებით მხარეებს ვეძებთ და შემდეგი გამოწვევებისთვის ვემზადებით..."
- ხაბი ალონსო
ამ მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში კვლავ აქტუალური გახდა, რომ ხაბი ალონსო რეალში კარგად ვერ მუშაობს და მას კვლავ დრო მიეცემა, რომ სასურველ შედეგებს მიაღწიოს.
შემდეგი 'ელ კლასიკო' უკვე ლა ლიგის ეგიდით, 10 მაისს, განახლებულ 'კამპ ნოუზე' გაიმართება, სადაც დიდი ალბათობით ლა ლიგის სეზონის გამარჯვებულის ბედი გაირკვევა.