Belive

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისის პოტენციური მეტოქე გაირკვა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” მეტოქე ცნობილია. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტიტულოვანი ქართული კლუბი ყაზახურ “ასტანას” დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 11/12 ივლისს ყაზახეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 18/19 ივლისს თბილისში შედგება.

დღეს კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც "დინამო თბილისის" პოტენციური მეტოქე გაირკვა. იმ შემთხევევაში თუ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ყაზახურ ბარიერს დაძლევს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მათი მეტოქე "ზაგრების დინამო" იქნება.

სხვა სტატიები