"ის მანჩესტერ სიტის მომავალი მწვრთნელია" - გვარდიოლა დე ძერბიზე
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტისა" და "ბრაიტონის ბოლო შეხვედრა 1:1 დასრულდა. აღნიშნული მატჩში მთავარი მწვრთნელების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. მოლოდინმაც გაამართლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვარდიოლა დე ძერბის ტაქტიკებით აღფრთოვანებული იყო.
The Telegraph-ის ცნობით, "ქალაქელების" თავკაცი იმდენად გაოცდა დე ძერბის ტაქტიკური სვლებით, რომ "თოლიების" წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის "სიტის" მომავალი მწვრთნელი უნდა გახდეს.
ტრებლის მფლობელი მწვრთნელი "'ბრაიტონის" თამაშის სტილის დიდი თაყვანისმცემელია. პეპ გვარდიოლას ისიც უთქვამს, რომ დე ძერბისგან გარკვეულ ტაქტიკურ სვლებსაც სწავლობს.
🚨 Pep Guardiola told three Brighton players after Man City's fixture at the Amex last season:
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) October 20, 2023
“That’s the next Man City manager,” and nodded in the direction of Roberto De Zerbi.
(Source: @TelegraphDucker) pic.twitter.com/XZ03aSzVoY
გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი "სიტისთან" მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მოსალოდნელია, რომ 52 წლის სპეციალისტი Etihad-ზე არ დარჩება და ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს.