Belive

დიეგო სიმეონე: "რეალს საპატიო კორიდორს არ მოვუწყობთ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს გულშემატკივრებს..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სუპერ თასის შემდეგ, მადრიდული დერბი 19 იანვარს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გაიმართება, სადაც "ატლეტიკო" "რეალს" დაუპირისპირდება და 1/4-ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.

სუპერთასის გამარჯვების გამო, მადრიდის "ატლეტიკომ" "სამეფო კლუბს" საპატიო/საჩემპიონო დერეფანი უნდა გაუკეთოს, თუმცა დიეგო სიმეონეს განცხადებით, ეს ყველაფერი არ მოხდება.

"მადრიდის "რეალისთვის" საჩემპიონო კორიდორი?! ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს, მათ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტულები არიან. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს გულშემატკივრებს, შესაბამისად საჩემპიონო კორიდორი არ იქნება..." - დიეგო სიმეონე

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის 1/8-ფინალური დაპირისპირება 19 იანვარს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება. მატჩი მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოს" სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები