Belive

"ის მანამ მოკალით, სანამ თამაში დაიწყო" - დეკუ ვიტორ როკეზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიური გრანდის ახალწვეული - ვიტორ როკე, საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ბრაზილიელი ვარსკვლავის შესახებ, პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალება წერს და როგორც ჩანს, დეკუ ამ გარემოებით უკმაყოფილოა.

ვიტორ როკეზე საუბრისას, დეკუმ აღნიშნა, რომ "ბარსელონამ" იდეალური ტრანსფერი განახორციელა, ჟურნალისტებს კი მოუწოდა, რომ ამომავალ ვარსკვლავს მხოლოდ ფეხბურთზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცენ.

"ის მანამ მოკალით, სანამ ფეხბურთის თამაშს დაიწყებდა. "ლივერპულმა" დარვინი 90 მილიონ ევროდ შეიძინა. "ნიუკასლმა" ისაკის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადა. ზოგჯერ საჭიროა, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ეს არ ყოფილა ძვირი ტრანსფერი - ჩვენ გადავიხადეთ საჭირო თანხა იმ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის შეძენაც გვსურდა''. - დეკუ.

სხვა სტატიები