Belive

ბარსელონას ოსასუნასთან მატჩში, შესაძლოა, წაგება ჩაეთვალოს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 27-ე ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ოსასუნას'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, კატალონიელებს, შესაძლოა, მატჩში წაგება ჩაეთვალოთ.

როგორც Mundo Deportivo წერს, გუშინდელ შეხვედრაში ინიგო მარტინესს თამაშის უფლება არ ჰქონდა - FIFA-ს წესდების თანახმად, ფეხბურთელს, რომელიც ტრავმის გამო სანაკრებო მატჩს გამოტოვებს, გამოტოვებული მატჩიდან 5 დღის განმავლობაში კლუბში თამაში არ შეუძლია. ესპანეთმა ბოლო შეხვედრა 23 მარტს ჩაატარა, შესაბამისად, მარტინესმა მხოლოდ 4 დღე დაისვენა.

beIN Sport-ის ცნობით, ,,ოსასუნას'' ხელმძღვანელებმა იურისტებს საქმის განხილვა დაავალეს, რათა გაერკვნენ, აქვს თუ არა გუნდს ოფიციალური საჩივრის საფუძველი. თავის მხრივ, ,,ბარსელონაში'' დარწმუნებულნი არიან, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან მიღებული ნებართვა, კლუბს ყოველგვარი სასჯელისგან იხსნის.

ლა ლიგის 28 ტურის შემდეგ ,,ბარსელონას'' 63 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,რეალს'' 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები