დიდი უიღბლობა | პანიჩელიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და სტრასბურგის 23 წლის ფორვარდმა - ხოაკინ პანიჩელიმ, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი 2026 წელს მოედანს ვეღარ დაუბრუნდება.
🚨⚠️ Joaquin Panichelli, expected to miss the World Cup with an ACL injury.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 27, 2026
Panichelli suffered similar injury already years ago and now he’s set to be out of World Cup with Argentina, as @arevalo_martin reports.
RC Strasbourg staff also being informed. pic.twitter.com/qLalcbCB05
23 წლის არგენტინელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება - 16 გატანილი გოლით, იგი საფრანგეთის ჩემპიონატის (ლიგა 1) საუკეთესო ბომბარდირია.
გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს 23 წლის ფორვარდის ოცნება ახდა და იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, ანგოლასთან კი მისი დებიუტი შედგა.
ლიონელ სკალონის თქმით, 2026 წლის მუნდიალზე ეროვნულ ნაკრებში პანიჩელის ადგილი აუცილებლად იყო და მისი ძალიან ეიმედებოდა, თუმცა ამ იმედზე ფიქრი 26 მარტის საღამოს შეწყდა, როდესაც პანიჩელიმ ნაკრების შეკრებაზე ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, რომელიც ფეხბურთელების რეაქციიდან გამომდინარე პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ აშკარად ძალიან მძიმე იყო.
არგენტინის ნაკრები სანაკრებო პაუზის დროს 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები, პირველ მატჩს 28 მარტს, თბილისის დროით 03:15 საათზე მავრიტანიასთან გამართავენ, მეორე ამხანაგური შეხვედრა კი 1 აპრილს, ზამბიის ნაკრებთან არის ჩანიშნული.