Belive

"ის ენცოს ძალიან ცუდად მოექცა" - რომერომ ახსნა თუ რატომ აღნიშნა გამარჯვების გოლი მბაპეს წინ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების მცველმა კრისტიან რომერომ გაამხილა მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი კილიან მბაპეს წინ აღნიშნა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არგენტინა პირველი ნახევრის შემდეგ, კომფორტული ორბურთიანი სხვაობით იგებდა შეხვედრას, თუმცა, მატჩის მიწურულს საქმეში კილიან მბაპე ჩაერთო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ექსტრა ტაიმებში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც არგენტინა უკეთსი აღმოჩნდა და მუნდიალის გამარჯვებულიც სწორედ “ალბისელესტე” გახდა.

არგენტინის გამარჯვების გოლის შემდეგ გავრცელდა კადრები თუ როგორ აღნიშნავს გამარჯვებას რომერო კილიან მბაპეს წინ. "ტოტენჰემის" მცველის ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, არგენტინელმა მალევე განმარტა, რომ ეს ყველაფერი მან საკუთარი თანაგუნდელისთვის გააკეთა.

"ჩვენი გამარჯვების გოლი მბაპეს წინ აღვნიშნე, რადგან ის ენცოს ძალიან ცუდად მოექცა. თამაშამდე ის მბაპეს გაესაუბრა და ფრანგმა ჩემს თანაგუნდელს აგდებულად მიმართა. სწორედ ამიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი." - განაცხადა რომერომ D Sports Radio-სთან საუბრისას.

"ლეოს პენატლის შემდეგ არცერთი თერთმეტრიანი მინახავს, რადგან მუხლჩახრილი ვლოცულობდი." - დაამარა რომერომ.

სხვა სტატიები