ბარსელონა ფეხბურთელებს ხელფასის დაკლების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს
"ბარსელონა" ფინანსური პრობლემების აღკვეთის მიზნით, სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი მის ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ხელფასის დაკლების თხოვნით.
ესპანურ გრანდს უკვე დიდი ხანია ფინანსური პრობლემები აქვს. "ბლაუგრანას" მისი ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადახდაც კი უჭირდა. ახლაც, გავი პირველი გუნდში არ არის რეგისტრირებული. იანვრის სატრანსფერო ფანჯარზე გუნდს მოთამაშეების დამატება უჭირდა. ეს ყველაფერი მომავალ შედეგებზეც დიდ გავლენას იქონიებს.
Relevo-ს გუნდი განიხილავს, რომ ყველა მოთამაშეს ხელფასის 15%-ით შემცირება სთხოვოს.
"ბარსელონას" ფინანსურ მდგომარეობაზე ნათლად მეტყველებს გუნდის პრეზიდენტის კომენტარი:
“კლუბში იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ველოდებოდი. ჩვენ გვაკავშირებს კონტრაქტები, რომლებიც გარკვეულ ჩარჩოებში გვაქცევს” - განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის 1/2-ფინალში ელ კლასიკო შედგა, სადაც "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე 4:0 დამარცხდა. ხავის გუნდის დამარცხებით, "რეალმა" ფინალის საგზური მოიპოვა და იქ "ოსასუნას" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 6 მაისს 23:55 საათზე არის ჩანიშნული.