Belive

ერიკ ტენ ჰაგი ლინდელოფისთვის პოზიციის შეცვლას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვიქტორ ლინდელოფის სათამაშო დრო "მანჩესტერ იუნაიტედში" დრო და დრო მცირდებოდა. ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ კი, შვედმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რადგან ნიდერლანდელი სპეციალისტი დაცვის ცენტში უპირატესობას ვარანისა და მარტინესის წყვილს ანიჭებს. აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ვიქტორი დატოვებდა გუნდს და "აინტრახტს" შეუერთდებოდა, თუმცა ტენ ჰაგმა მისი დატოვება არჩივნა. 53 წლის სპეციალისტი გეგმავს, რომ ლინდელოფს პოზიცია შეუცვალოს.

ნიდერლანდელი თავკაცი გეგმავს, რომ ვიქტორმა ნახევარმცველად ათამაშოს. მისივე თქმით, შვედს ძირითადად დაცვითი სამუშაოების შესრულება მოუწევს.

"როგორც ვიცი, 6 წლიდან ის ამ პოზიციაზე თამაშობდა და ასეთ ფუნქციების შეთავსება მისთვის უცხო არ იქნება. ეს ყველაფერი გუნდში დინამიურობას გაზრდის." - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ ლინდელოფი მანჩესტერში 2017 წელს, 31 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. 28 წლის მცველს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები