"ის ჩემპიონატში აქამდე არაჩვეულებრივად ასპარეზობდა" - ელმასი კვარაცხელიაზე
Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას ელიფ ელმასმა "ნაპოლიზე" და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
„ჩვენ საოცარი რამ შევძელით. ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ჩვენი ფეხბურთიც ძალიან ლამაზია. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ.
23 წლის ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს. საუბრის ძირითადი ნაწილი ქართველი შემტევის ჯანმრთელობას ეხებოდა.
„ის მკურნალობს და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელი დაბრუნდება. ის ჩემპიონატში აქამდე არაჩვეულებრივად ასპარეზობდა.“ - განაცხადა ელმასმა Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს, რის გამოც რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 4 მოპოვებული პენალტია.