Belive

იქნება მბაპე კლასიკოში? - ფრანგს ტრავმა გაუმიზეზდა და მადრიდში დაბრუნდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის თავდამსხმელი, კილიან მბაპე, იძულებული გახდა, საფრანგეთის ნაკრებიდან ნაადრევად დაბრუნებულიყო მადრიდში. ტერფის ტრავმა დაადასტურა საფრანგეთის ნაკრებმაც.

26 წლის ფეხბურთელმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ითამაშა (3:0) და გოლიც გაიტანა, მაგრამ 83-ე წუთზე შეცვალეს, რადგან ტერფზე არსებული პრობლემა გაუმწვავდა.

დიდიე დეშამმა, თამაშის შემდეგ, ზუსტი ინფორმაციის გაჟღერება ვერ შეძლო, მაგრამ დაადასტურა, რომ პრობლემა იმავე ტერფს ეხებოდა, რომელზეც მბაპე დისკომფორტს მატჩამდეც გრძნობდა.

საფრანგეთის კაპიტანი, რომელმაც პარასკევს საღამოს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მატჩის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა, რეიკიავიკში არ გაემგზავრება. ის ვერ შეძლებს 13 ოქტომბერს ისლანდიის წინააღმდეგ თამაშს.

კილიან მბაპე გათავისუფლებულია ნაკრებიდან და შეურთდება კლუბს, მისი ჩანაცვლება არ მოხდება.

- ვკითხულობთ საფრანგეთის ნაკრების განცხადებაში

მბაპეს ახალი პრობლემის სიმძიმე ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ თავდამსხმელის მონაწილეობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა რეალის მომავალ თამაშებში: ლა ლიგაში, ხეტაფესთან - 19 ოქტომბერს და ჩემპიონთა ლიგაზე, იუვენტუსთან - 22 ოქტომბერს.

იტალიური გიგანტის ვიზიტს 26 ოქტომბერს „ელ კლასიკო“ მოჰყვება და ამჟამად არ არსებობს გარანტია, რომ მბაპე ბარსელონასთან ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზად იქნება.

სხვა სტატიები