Belive

იოსიპ ილიჩიჩმა სალერნიტანასთან გამარჯვება თავის ყოფილ გუნდთან ერთად აღნიშნა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-16 ტურის მატჩში "ატალანტამ" "სალერნიტანა" 4:1 დაამარცხა.

ეს მატჩი იმ ფაქტით იყო გამორჩეული, რომ შეხვედრას ბერგამოელთა ყოფილი ფეხბურთელი იოსიპ ილიჩიჩი დაესწრო. გუნდმა მას ნება დართო მოედანზე 3 ქულა ერთად ეზეიმათ.

შეგახსენებთ, ილიჩიჩმა "ატალანტას" შემადგენლობაში 5 წელი ითამაშა და 136 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 47 გოლი გაიტანა, ასევე ბერგამოს გუნდთან ერთად 2019/20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიც ითამაშა.

სლოვენიელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თავის ყოფილ კლუბ "მარიბორში" დაბრუნება არჩია. მან ორი სეზონის 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები