Belive

ინტერთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, იტალიის სუპერთასის ფინალში, ერთმანეთს ,,ნაპოლი'' და ,,ინტერი'' შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 28-ე შეხვედრას ჩაატარებს.

,,ნაპოლის'' ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გოლინი - რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, დი ლორენცო, მაცოკი, კაიუსტე, ლობოტკა, პოლიტანო, ძერბინი, სიმეონე, კვარაცხელია.

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ,,ნაპოლიმ'' ,,ფიორენტინას'' მოუგო, ,,ინტერმა'' კი ,,ლაციო'' დაამარცხა.

სხვა სტატიები