Belive

"მოედანი ძალიან მშრალი იყო, რაც ბურთის მოძრაობას ართულებდა" - ლაუტარო მარტინესი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მილანის ინტერმა პირველი მატჩი გამართა და მექსიკურ მონტერეისთან ფრედ 1:1 ითამაშა. პირველი გოლი 25-ე წუთზე სერხიო რამოსმა გაიტანა, 42-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ინტერის კაპიტანმა მედიასთან ისაუბრა:

საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ. მოედანი ძალიან მშრალი იყო, რაც ბურთის მოძრაობას ართულებდა. ადრე კოპა ამერიკაზე ვთამაშობდი და მაშინაც იგივე სიტუაცია იყო. უბრალოდ ადაპტაცია გვჭირდება.

კმაყოფილი ვარ, როგორც ჩაიარა პირველმა თამაშმა და მშვიდად ვარ. სტანდარტული დარტყმიდან გავუშვით გოლი და ეს ის სფეროა, რომელზეც ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ. ზონალური დაცვა ჩვენთვის ჯერ კიდევ ახალია, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ და გავუმჯობესდეთ. - ლაუტარო მარტინესი - ინტერის ფეხბურთელი

სხვა სტატიები