Belive

ინტერს, იუვენტუსსა და მილანს 18-გუნდიანი ჩემპიონატი უნდათ

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ინტერი", "იუვენტუსი" და "მილანი" სერია A-ს 18 გუნდამდე შემცირების მომხრეები არიან.

ამის შესახებ სამი კლუბის ხელმძღვანელებმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტს გაბრიელე გრავინას მიმართეს. ვიდეოკონფერენციის საშუალებით კომუნიკაციის დროს ინტერს წარმოადგენდა გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა, იუვენტუსს - გენერალური დირექტორი მაურიციო სკანავინო და მენეჯერი ფრანჩესკო კალვო, ხოლო მილანს - პრეზიდენტი პაოლო სკარონი.

იტალიური ტოპ კლუბები თანხმდებიან, რომ სერია A-ს 18 გუნდამდე შემცირება აუცილებელია, რადგან მატჩების სია უახლოეს წლებში კიდევ უფრო დატვირთული იქნება, (ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წლის ზაფხულიდან)

მეორე მხრივ, საშუალო და მცირე კლუბები შიშობენ, რომ სერია A 18 გუნდით გადარჩენისთვის რბოლას უფრო რთულს გახდის და გუნდების შემცირება ფინანსურად იმოქმედებს ყველა კლუბზე, განსაკუთრებით შიდა სატელევიზიო უფლებების კუთხით. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, თუმცა დიდი სამეულის არგუმენტი ისიცაა, რომ გერმანელები და ფრანგები შიდა ჩემპიონატს 20-ის ნაცვლად 18 გუნდით ატარებენ.

სხვა სტატიები